“კავკასუს ონლაინი” და “ბრავო რექორდსი”
ლიცენზირებული მედია მონაცემები
2011 წლის 21 ივნისს, 13 საათზე “კავკასუს ონლაინსა” და “ბრავო რექორდსს” შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეებმა გამოხატეს კეთილი ნება ერთობლივად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში, ითანამშრომლონ მეკობრეობისა და არალიცენზირებული პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ, წარმართონ ერთობლივი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები. ამავე მემორანდუმის ფარგლებში “კავკასუს ონლიანი” და “ბრავო რექორდსი” ლიცენზირებული მედია მონაცემების ერთობლივ ვებ პორტალს შექმნიან, რომელიც მუსიკალური სინგლების, ალბომების, კონცერტების, რინგტონების, კარაოკეს და ა.შ. ელექტრონულ გაყიდვას მოიცავს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს “კავკასუს ონლაინის” გენერალურმა დირექტორმა გია ადეიშვილმა და “ბრავო რექორდსის” პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ.