IP ტრანზიტი
„კავკასუს ონლაინის” IP ტრანზიტის სერვისი აგებულია კავკასიის რეგიონის ყველაზე ურთიერთდაკავშირებულ ქსელზე. ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ნებისმიერი მასშტაბისა და გამტარუნარიანობის (ტრაფიკი) ხელმისაწვდომობას.
„კავკასუს ონლაინი“-სგან მიღებული გლობალური ინტერნეტი თქვენ გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ საიმედო/სანდო ინტერნეტ კავშირით, კონკურეტნურიანი ფასით და 24/7 პროფესიონალური ტექნიკური მხარდაჭერით.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო სწრაფი და ხარისხიანი წვდომა ქონოდა „კაუკასუს ონლაინის“ მომხმარებელს, ჩვენ დავამყარეთ საერთაშორისო ურთიერთჩართვები ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან.
ჩვენ გთავაზობთ:
- პირდაპირი კავშირი პირველი დონის (Tier 1) სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან;
- IPv4/IPv6 მხარდაჭერა;
- BGP community მხარდაჭერა;
- პორტის მოქნილი არჩევანი:1GbE-დან 100GbE-მდე;
- ონლაინ რეპორტინგი;
- 99.999% ხელმისაწვდომობა;
- RTBH მხარდაჭერა.