ETHERNET our services IP TRANSIT INT. VOICE SERVICES DATA CENTER .GE DOMAIN DARK FIBER IP DDOS MITIGATION
ჯეოსელი
www.geocell.ge
1996 წელს შექმნილი პირველი GSM ოპერატორია (900 mhz სიხშირეზე). 1997 წლის 15 მარტს კომპანიამ პირველი მობილური ზარი განახორციელა. 2001 წლის 27 მარტს „ჯეოსელისა“ და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა. ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში. დაარსების დღიდან, ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.
GreeNet
www.greennet.ge
ქსელური გადაწყვეტილებების მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიის მომსახურების სფეროს წარმოადგენს: ინტერნეტი, აიტი საფორთი, ტელეფონია, ჰოსტინგი, ვებდეველოპმენტი. ის ლიდერი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ,,გრინეტს“ მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Cisco Systems, Sun Microsystems, HP, Apple, Symantec, Microsoft, Zyxel. ,,გრინეტის“ მიზანია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
AzerTelecom
www.azertelecom.az
AzerTelecom-ი წამყვანი საბითუმო სატელეკომუნიკაციო ოპერატორია აზერბაიჯანში და ერთ – ერთი უდიდესი ტელეკომ ოპერატორი სამხრეთ კავკასიაში. კომპანია, რომელიც 2008 წელს დაარსდა, აზერბაიჯანს გლობალურ ინტერნეტ ქსელთან აკავშირებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას სატელეკომუნიკაციო სექტროში მომუშავე კომპანიებისთვის. AzerTelecom-ი არის NEQSOL ჰოლდინგის ნაწილი, ეს არის ჯგუფი საერთაშორისო კომპანიებისა, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიებსა და ქვეყნებში ოპერირებენ.
ბილაინი
www.beeline.ge
წარმოადგენს დინამიურად განვითარებად მაღალტექნოლოგიურ კომპანიას, რომლის მიზანია მომხმარებელს გაუხსნას გზა ციფრულ სამყაროში. 2007 წლის 15 მარტს პირველი მობილური ზარი განხორციელდა. დღესდღეობით ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას. ბილაინი„Veon”-ის კომპანიათა ჯგუფის წევრია, რომელიც სატელეკომუნიკაციო სერვისების წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერია 14 ქვეყანაში. კომპანია უზრუნველყოფს ხმის და მონაცემების გადაცემის სერვისს მთელი რიგი ტრადიციული და ფართოზოლოვანი მობილური და ფიქსირებული ტექნოლოგიების მეშვეობით.
DELTA-COMM
www.delta-comm.ge
2002 წელს დაარსდა. მუშაობის პირველივე წელს კომპანიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მალევე გახდა კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული პაკეტების მსხვილი მიმწოდებელი. 2004 წლიდან კომპანიამ გააფართოვა მოღვაწეობის სფერო უნიკალური პროექტის რეალიზაციით და მაგისტრალური ინტერნეტით მომსახურების სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. დღესდღეობით Delta-Comm IBM და Cisco Systems-ის ტექნიკური აღჭურვილობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
UCOM
www.ucom.am
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს სომხეთის მასშტაბით მაღალტექნოლოგიური ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, IP ტელევიზია და ციფრული ტელეფონია შესთავაზა. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული განვითარების გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით 2013 წელს კომპანიამ მიიღო ლიცენზია მობილური ინტერნეტის მიწოდების საჯარო მომსახურებაზე. 2015 წელს შეიძინა რა კომპანია "Orange Armenia"-ს 100%-იანი წილი, კომპანიამ სომხეთის მასშტაბით თავი დაიმკვიდრა როგორც კარგი რეპუტაციის მქონე პარტნიორმა.
COGENTCO
www.cogentco.com
იუ-ჯი-თი
www.ugt.ge
კომპანია, რომელიც 20 წელია წარმოადგენს რეგიონის მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. დღეისათვის იუ–ჯი–თის კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. სისტემური ინტეგრატორის მისიაა, დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე აგებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. დაარსებიდან(1996 წ.) დღემდე იუ-ჯი-თიმ მოახერხა გამხდარიყო 25-ზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და მიმწოდებელი. ის კავკასიის რეგიონში პირველი ISO 9001-2000 სერთიფიკატის მფლობელი სისტემურ ინტეგრატორია.
მაგთიკომი
www.magticom.ge
საქართველოში მოქმედი მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორია, რომელიც 1996 წელს დაარსდა. 1997 წლის სექტემბერში მაგთიკომის ქსელიდან პირველი კომერციული ზარი, ხოლო 2001 წელს პირველი GPRS ზარი განხორციელდა; 2006 წელს შესაძლებელი გახდა 3G სერვისების გაშვება: ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ეს არის ოპერატორი, რომელიც არა მხოლოდ სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოში არსებული ყველა ტექნოლოგიით: მობილური და საკაბელო ინტერნეტი; თანამგზავრული და IPTV ტელევიზია; რადიო და საკაბელო ტელეფონია; მობილური ტელეფონიის 2G, 3G, 4G ქსელები.
TE Connectivity
www.te.com
საერთაშორისო ამერიკული კორპორაციაა, რომელსაც 50 წელზე მეტია მოწინავე პოზიციები უჭირავს საკომუნიკაციო სისტემების შემუშავებისა და უზრუნველყოფის სფეროში. კომპანია აწარმოებს 500 000-მდე სახელობით პროდუქციას ისეთ სფეროებში მოღვაწე კომპანიებისთვის, როგორიცაა - მანქანათმშნებლობა, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია, მედიცინა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავიაცია და კოსმონავტიკა,. TE Connectivity წარმოდგენილია 50 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და 90 000 თანამშრომელს აერთიანებს.
Cisco
www.cisco.com
ინტერნეტ ქსელის ტექნიკური აღჭურვილობის მწარმოებელი ტრანსნაციონალური ამერიკულო კომპანიაა, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს 1984 წლიდან ემსახურება. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე სპეციალიზირებულ კომპანიათა შორის Cisco მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბურია. მარშრუტიზაცია, IP ტელეფონია, ქსელის უსაფრთხოების სისტემები, სერვერები და Wi-Fi მოწყობილებები ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც Cisco აწარმოებს.
Hewlett-Packard (HP)
www.hp.com
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიაა. 1939 წლიდან ახორციელებდა აპარატურისა მიწოდებას როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე კერძო სეგმენტისთვის. IT სფეროში, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ინფრასტრუქტურის ინტეგრაციის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის HP ერთ-ერთი ლიდერია. 2015 წლიდან კომპანია ორ ნაწილად გაიყო: HP Inc (IT კომპანია) და Hewlett Packard Enterprise, რომელიც სერვერების, მონაცემთა სისტემების და ქსელის არქიტექტურისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის წარმოებას უზრუნველყოფს.
Telia Sonera
www.teliasonera.com

Telia Sonera სატელეკომუნიკაციო სერვისების კომპანიაა, რომელიც 1853 წელს დაარსდა და ტელეკომ ინდუსტრიის პიონერია. მობილური კომუნიკაციისა და GSM ტექნოლოგიის შემქმნელებს შორის Telia Sonera ერთ-ერთი გრანდია.  დღეისათვის, ნორვეგიიდან ნეპალამდე წარმოდგენილია შემდეგ ქვეყნებში: დანია, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, ნეპალი, ნორვეგია, რუსეთი, ესპანეთი, შვედეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი. კომპანიას 190.6 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 25,700–ზე მეტი თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია კავკასუს ონლაინის ინტერნეტის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელია.  

LEVEL 3
www.level3.com

Level 3 ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სატელეკომუნიკაციო კომპანიაა მსოფლიოში, რომლის სათაო ოფისი კოლორადოს შტატში, ბრუმფილდში მდებარეობს. კომპანია ოპერირებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში. კომპანიის მფლობელობაშია მონაცემთა გადაცემის მაგისტრალური არხების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თითქმის 75 ათასი კილომეტრის მოცულობის ქსელი. მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიები სარგებლობენ level 3-ის მომსახურებით, მათ შორის ევროპის 10  და ამერიკის 10 ყველაზე მასშტაბური კომპანია. ამ კომპანიის ინფრასტრუქტურა მცირე მასშტაბის პროვაიდერების დახმარებით ხელმისაწვდომია ამერიკის მოსახლეობის თითქმის 90 %–სთვის. Level 3 კავკასუს ონლაინის ინტერნეტის მთავარი მომწოდებელია.

NEW TELCO
www.newtelco.de

New Telco 2005 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით მომხმარებლებს აწვდის სერვისებს, მათ შორის არის კოლოკაციის სრულყოფილად აღჭურვილი სივრცეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მაღალკვალიფიციური და სწრაფი ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით. კომპანიამ თავისი ნიშა იპოვა ბაზარზე, განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან მწარმოებლებთან და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი ტიპის მომსახურებით გამოვიდა. კავკასუს ონლაინი ფრანკფურტში New Telco-ს კოლოკაციის სერვისით სარგებლობს.

EQUINIX (ANCOTEL)
www.equinix.co.uk

Equinix–ი  ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და აზიის 15 ქვეყნის მასშტაბით მართავს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ დატა ცენტრებს, რომლებიც სანდოობისა და დაცულობის უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ეს დატა ცენტრები მსოფლიოს უდიდეს ქსელებსა და პროვაიდერებს ურთიერთჩართვის შესაძლებლობას აძლევს. აქ სერვის პროვაიდერები, კომპანიები და ფინანსური ორგანიზაციები  ერთმანეთს და სხვა მრავალრიცხოვან ქსელებს უკავშირდებიან. მათ შორისაა კავკასუს ონლაინი, რომელიც ფრანკფურტში  Equinix-ის კოლოკაციის სერვისით სარგებლობს.

SOFIA CONNECT
www.sofia-connect.net

Sofia Connect სატელეკომუნიკაციო პროვაიდერია, რომელიც ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს. სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს მონაცემთა გაცვლას, ინტერნეტ წვდომას, კოლოკაციასა და ჰოსტინგს. კომპანია სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთერთი სტარტეგიული მოთამაშეა პარტნიორებისა და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით. კავკასუს ონლაინისთვის Sofia Connect  სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ბულგარეთის ტერიტორიაზე.

TELEPOINT COLLOCATION
www.telepoint.bg

Telepoint Collocation დატა ცენტრია, რომელიც სოფიას ცენტრში ბულგარული და სხვა საერთაშორისო ქსელების გადაკვეთის ადგილზე მდებარეობს. კომპანია მომხმარებლებს 24/7 ტექნიკურ დახმარებას და მუდმივი მონიტორინგს სთავაზობს,  კლიენტებს  აქვთ მუდმივი (24/7) წვდომა საკუთარ აპარატურასთან. კავკასუს ონლაინი სოფიაში Telepoint–ის  კოლოკაციის სერვისით სარგებლობს.

NETERRA
www.neterra.net

Neterra ბულგარული კომპანიაა, რომელიც სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში 18 წელია სატელეკომუნიკაციო სერვისებს და პროექტებს ახორციელებს.  კომპანია მოიცავს  ბულგარეთის ყველა დიდ ქალაქს, პარტნიორებისა და სხვა ოპერატორების გავლით კი მთელ მსოფლიოს ფარავს. კომპანიის ინტეგრირებული გლობალური საკომუნიკაციო გადაწყვეტილებები უახლესი ოპტიკური, ინტერნეტ პროტოკოლისა და სატელიტური ტრანსმისიის ტექნოლოგიებს ეფუძნება. Neterra კავკასუს ონლაინის ერთ-ერთი პირველი პარტნიორია ბულგარეთში მაგისტრალური კაბელის ჩადების შემდეგ და მას ინტერნეტ სერვისებს აწვდის.    

TE SubCom
www.tycotelecom.com

TE SubCom ლიდერი კომპანიაა წყალქვეშა ოპტიკური ქსელების მოწყობაში. სწორედ ამ კომპანიამ გამართა პირველი ტრანსატლანტიკური სატელეფონო კაბელი 1956 წელს და პირველი ტრანსატლანტიკური ოპტიკურ ბოჭკოვანი სისტემა 1988 წელს. დღემდე, ამ კომპანიამ წყალქვეშ 490 000 კმ კაბელი დააინსტალირა. 2008 წელს Tyco Electronics -მა შეასრულა შავი ზღვის ფსკერზე მაგისტრალური კაბელის ჩადების სამუშაოები და კაბელის გამართულ ფუნქციონირებას ემსახურება. 

DELTA TELECOM
www.delta-telecom.net

2000 წლიდან დელტა ტელეკომი წამყვანი ოპერატორია კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია საერთაშორისო სატელიტური ოპერატორის EUTELSAT-ის ოფიციალური დისტრიბუტორია კავკასიის რეგიონში და როგორც მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ემსახურება კორპორატიულ მომხმარებლებს, სამთავრობო სტრუქტურებს, ბანკებს, კერძო კომპანიებს, ინტერნეტ პროვაიდერების 78 პროცენტს კავკასიის რეგიონში და აზებაიჯანის ყველა ინტერნეტ პროვაიდერს.  

IUNETWORKS
www.iunetworks.am

IUNetworks საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და ბაზარს ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანია ემსახურება როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებს, ისე კერძო სექტორს და სერვისებს შორის არის კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებული აპლიკაციების შექმნა, ტექნიკური უზრუნველყოფა, აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაციის ავტომატიზაცია.