ETHERNET our services IP TRANSIT INT. VOICE SERVICES DATA CENTER .GE DOMAIN DARK FIBER IP DDOS MITIGATION

საქართველოს ყველა ქალაქში

„კავკასუს ონლაინი“ ლიდერი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საკომუნიკაციო არხების მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა გააჩნია.

საკომუნიკაციო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური პერსონალის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ზედმიწევნით ფლობა,  „კავკასუს ონლაინის“ ქსელით მიღებული მომსახურების მაღალ ხარისხსა და საიმედოობას განაპირობებს.

ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური  24/7 რეჟიმში მუშაობს, რაც წარმოქმნილ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირებისა და მაქსიმალურად მოკლე ვადაში მათი გადაწყვეტის საშუალებას  გვაძლევს.

სტაბილური სიჩქარე

„კავკასუს ონლაინის“ მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ აგებული მაგისტრალური არხების  წრიული ტოპოლოგია და ალტერნატიული არხების ხელმისაწვდომობა ქსელის სტაბილურობასა და შეუფერხებლად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ინტერნეტ მომსახურების მაქსიმალურად საიმედო და ხარისხიანი მიწოდების მიზნით, „კავკასუს ონლაინი“ მუდმივად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

კომპანიის საკუთრებაში არსებული ქსელის მეშვეობით, როგორც საქართელოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამავალი საერთაშორისო ტრაფიკი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მარშრუტებით მიემართება და უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიერთებას მსხვილ საერთაშორისო ოპერატორებთან. 

შეუზღუდავი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობა

„კავკასუს ონლაინი“ პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც საქართველო ევროპასთან დააკავშირა საკუთარი 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით.

კაბელი 2008 წელს შავი ზღვის ფსკერზე ჩაიდო და მას შემდეგ კომპანია მომხმარებელს მაღალხარისხიან ინტერნეტს ევროპიდან პირდაპირი, უმოკლესი გზით საკუთარი მაგისტრალური კაბელით აწვდის.

საკუთარი ოპტიკური კაბელი ევროპამდე „კავკასუს ონლაინს“ საშუალებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეუზღუდავი მოცულობის ინტერნეტის მიწოდება მაღალი სიჩქარით. 

საკომუნიკაციო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური პერსონალის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ზედმიწევნით ფლობა,  „კავკასუს ონლაინის“ ქსელით მიღებული მომსახურების მაღალ ხარისხსა და საიმედოობას განაპირობებს.