ETHERNET our services IP TRANSIT INT. VOICE SERVICES DATA CENTER .GE DOMAIN DARK FIBER IP DDOS MITIGATION

კავკასუს ონლაინი რეგიონში ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ის 2006 წელს  წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების: „კავკასუს ნეთვორქი" (დაარსდა 1998 წელს, ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი), „ჯორჯია ონლაინი“, „სანეტი“ და „ტელენეტის“ გაერთიანებით შეიქმნა.  

2008 წლიდან კავკასუს ონლაინი არის  Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1,200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხორციელდება.  შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპიდან აზიისკენ მაღალი ხარისხის ინტერნეტის პირდაპირი მიწოდება გახდა შესაძლებელი.

ამ პროექტის განხორცილებამ შექმნა ახალი ერა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და   კავკასუს ონლაინისთვის  ახალი შესაძლებლობების ეტაპი დაიწყო. კავკასუს ონლაინმა მნიშვნელოვანი როლი დაიმკვიდრა საერთაშორისო საბითუმო სეგმენტის მიმართულებით 2010 წელს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომ"-ის შეძენამ კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ირანსა და ერაყში.

კავკასუს ონლაინი „საქართველოს რკინიგზის ტელეკომის“ (GRT) 100%-იანი წილის მფლობელია, რაც კავკასუს ონლაინის GRT-ის ინფრასტრუქტურაზე  სრულ ხელმისაწვდომობას განაპირობებს, რომელიც 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისგან და ობიექტებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალისგან, ასევე დამოუკიდებელი 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისგან შედგება. ორივე მაგისტრალი აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პარტნიორ ქსელებს უკავშირდება ისევე, როგორც ფოთი (საქართველო) - ვარნას (ბულგარეთი) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს.  შესაბამისად, კავკასუს ონლაინი არის მფლობელი სრულად რეზერვირებული სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისა საქართველოს მასშტაბით.

კავკასუს ონლაინი უწევდა კონკურენციას ისეთ მსხვილ კომპანიებს როგორებიცაა: Rostelecom, Turk Telecom და Turkcell, თუმცა რამდენიმე წელიწადში კომპანიამ შეძლო რეგიონში წამყვანი პოზიციის დამკვიდრება და საბითუმო ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მოპოვება: საქართველო- 65%, სომხეთი - 85%, აზერბაიჯანი -50%.

დღეს  კავკასუს ონლაინი არის ბაზრის გაფართოვებისა და ტექნიკური განვითარების ეტაპზე. დაგეგმილი და მიმდინარე რეგიონალური გაფართოების გეგმები  კავკასუს ონლაინს ახალ ბაზარზე დამკვიდრების, სერვისების განვითარებისა და არსებული სამომხმარებლო ბაზის გაფართოვების  საშუალებას მისცემს.  კავკასუს ონლაინი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქსელის განახლების მიზნით, რეგიონში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული მიმართულებებით აქტივობა კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს მისი ბაზრის წილი როგორც საქართველოში,  ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.