2017-11-21
კავკასუს ონლაინმა ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის (country code Top Level Domain – ccTLD) მართვისა და ადმინისტრირების რეგულირების ახალ მოდელთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
განხილვას, რომლის მიზანს წარმოადგენდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე - აღნიშნულ ბაზარზე კონკურენციის განვითარება და მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვა, ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრო.
პრეზენტაციაზე წარმოადგინილი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, კავკასუს ონლაინი განაგრძობს მუშაობას .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპებისა და წესების სრულყოფაზე.