2018-01-05
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge), 2013 წლის 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ შ.პ.ს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში, 2015 წლის 1-ელ მარტს და 2017 წლის 1-ელ ივნისს ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების ამავე შეთავაზების წინადადებაში შეტანილ ცვლილებებში (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოწვევის ოფერტა“) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
- შეიცვალოს მოწვევის ოფერტის დანართი #1 მთლიანად და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფები და ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა:
ინტერნეტის გლობალურ რესურსთან 1მბ/წმ გამტარუნარიანობის სიმძლავრით დაშვების საფასური ლარში, დღგ-ს გარეშე |
ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვებისათვის მოთხოვნილი გამტარუნარიანობის სიმძლავრის მოცულობა გამოხატული მბ/წმ ერთეულში |
ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისი და ტექნოლოგია |
19 |
1-50 |
100 მბ/წ |
18 |
51-100 |
100 მბ/წ |
17 |
101-200 |
1 გბ/წ |
16 |
201-500 |
1 გბ/წ |
15 |
501-1000 |
1 გბ/წ |
14.5 |
1001-10000 |
10 გბ/წ |
ამ დოკუმენტით განსაზღვრული ცვლილებები ძალაში შედის 2017 წლის 30 დეკემბრიდან