ETHERNET our services IP TRANSIT INT. VOICE SERVICES DATA CENTER .GE DOMAIN DARK FIBER IP DDOS MITIGATION
კავკასუს ონლაინმა და ISOC-Georgia-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2018-06-12

კავკასუს ონლაინმა, როგორც .GE დომენის ადმინისტრატორმა და ISOC-Georgia-მ, როგორც საერთაშორისო ინტერნეტ საზოგადოების ქართულმა წარმომადგენლობამ, .GE დომენის ადმინისტრირებისა და მართვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები აღიარებენ ონლაინის ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის დომენური სახელების რეესტრი და მოახდინოს მისი ადმინისტრირება საქართველოს კანონმდებლობის, ICANN-სა და ონლაინს შორის გაფორმებული შეთანხმების და იმ საერთაშორისო სტანდარტების და დამკვიდრებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რომლებიც საზოგადოდ აღიარებულია მოცემულ სფეროში. მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის პროცესში ასევე ჩართულია დაინტერესებულ პირთა ჯგუფი (stakeholders), რათა უზრუნველყოფილი იყოს კონკურენტული გარემო, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, დაინტერესებულ პირთა ინტერესების დაბალანსებულად გათვალისწინება და ეს ყველაფერი მაქსიმალური თვითრეგულირების საფუძველზე განხორციელდეს.

მემორანდუმის მიზანია, .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ინტერნეტ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, ასევე მოცემულ სფეროში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით აღიარებული პრინციპების დაცვა.