ETHERNET our services IP TRANSIT INT. VOICE SERVICES DATA CENTER .GE DOMAIN DARK FIBER IP DDOS MITIGATION
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში ცვლილება შევიდა

2018-08-15

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ( www.gncc.ge ) 2013 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში („მოწვევის ოფერტა“) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

  1. შეიცვალოს მოწვევის ოფერტის 3.5 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.5. „ონლაინი“ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილების, „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისად შემდეგი პარამეტრებით:


    ა)  ჯიტერი (მილიწამი) <50
    ბ)  დაყოვნება (მილიწამი) <150
    გ)  დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (%) <3

    დ)  მომსახურების ხელმისაწვდომობა
    (კალენდარულ თვეში, „საპატიო მოცდენის“
    ხანგრძლივობის გარეშე)

    99.5 %



  2. ეს დოკუმენტი წარმოადგენს მოწვევის ოფერტის განუყოფელ ნაწილს.

  3. ამ დოკუმენტით განსაზღვრული ცვლილებები ძალაში შედის 2018 წლის 13 აგვისტოდან.