2018-10-15
2018 წლის 10 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ CENTR-ის (Council of European National Top-Level Domain Registries) რიგით მე-60-ე ასამბლეაზე კავკასუს ონლაინი, როგორც .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი (ccTLD) CENTR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
CENTR-ი წარმოადგენს ევროპული ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორების გაერთიანებას, რომლის მიზანიც არის ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრირების მაღალი სტანდარტების დანერგვა და საუკეთესო პრაქტიკის განვითარება.
CENTR-ის სრულუფლებიანი წევრობა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი .GE ზონის რეფორმის წარმატებით განხორციელების გზაზე. .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები ეტაპობრივად სრულ შესაბამისობაში მოვა ევროპული სტანდარტებით დადგენილ რეგულაციებთან. კავკასუს ონლაინსა და CENTR-ს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს კოორდინირებულ მუშაობას ევროპული ქვეყნების ccTLD-ებთან ადმინისტრაციულ, სამართლებრივ, ტექნიკურ, რეგულირებასთან, მარკეტინგთან, უსაფრთხოებასთან, ტექნოლოგიების განვითარებასა და კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე.