ETHERNET our services IP TRANSIT INT. VOICE SERVICES DATA CENTER .GE DOMAIN DARK FIBER IP DDOS MITIGATION
განახლებული ოფერტას შეთავაზება

2019-03-06

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) 2013 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (2015 წლის 1 მარტს, 2017 წლის 1 ივნისს, 2017 წლის 30 დეკემბერს, 2018 წლის 4 აგვისტოს, 2018 წლის 13 აგვისტოს და 2019 წლის 1 იანვარს განხორციელებული ცვლილებებით, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოწვევის ოფერტა“), შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. შეიცვალოს მოწვევის ოფერტის 3.5. მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.5. „ონლაინი“ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის #4 დადგენილების, „ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისად, შემდეგი პარამეტრებით: 

ა) ჯიტერი (მილიწამი)

<50

 

ბ) დაყოვნება (მილიწამი)

 

<150

 

გ) დაკარგული პაკეტის კოეფიციენტი

 

<3

 

დ) მომსახურების ხელმისაწვდომობა (კალენდარულ თვეში „საპატიო მოცდენის“ ხანგრძლივობის გარეშე) დანართის #1-ით განსაზღვრული პირობებით.

99.5 %

 

1. შეიცვალოს მოწვევის ოფერტის 5.1 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.1. „აქცეპტანტისათვის“ „ონლაინის“ მიერ გაწეული ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების მომსახურების საფასური („დაშვების საფასური“) გამოიანგარიშება #1 დანართში მითითებული ტარიფების შესაბამისად, „აქცეპტანტის“ სასარგებლოდ „ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულების“ საფუძველზე გამოყოფილი გამტარუნარიანობის სიმძლავრის, მოცულობის და ანგარიშსწორების პირობის (წინასწარი გადახდის, ან შემდგომი გადახდის წესი) გათვალისწინებით“.

2. შეიცვალოს მოწვევის ოფერტის 5.3 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.3. მხარეებს შორის ანგარიშსწორება შესაძლოა იწარმოოს წინასწარი გადახდის ან შემდგომი გადახდის წესით, როგორც ამას მხარეები განსაზღვრავენ „ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულებაში“ შემდეგი პირობების დაცვით:
5.3.1 წინასწარი გადახდის წესის შემთხვევაში მხარეებს შორის ანგარიშსწორება იწარმოებს წინასწარ, ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვის პირობით, ყოველი საანგარიშსწორებო თვის 14 რიცხვამდე, „ონლაინის“ მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე. „აქცეპტანტს“ წინასწარი გადახდის წესით და #1 დანართში მითითებული ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების მომსახურების შესაბამისი ტარიფებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულების“ ან ასეთ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მომენტისთვის „აქცეპტანტს” შესრულებული აქვს „ონლაინის“ მიმართ არსებული ყველა ფულადი ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს „ონლაინის“ მიერ „აქცეპტანტისთვის” ყველა და ნებისმიერი სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევიდან.
5.3.2. შემდგომი გადახდის წესის შემთხვევაში მხარეებს შორის ანგარიშსწორება იწარმოებს ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვის პირობით, დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე სრული მოცულობით, არაუგვიანეს საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 14 რიცხვისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადებში „ონლაინი“ ვალდებულია „მეორე მხარეს“ მიაწოდოს დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშფაქტურა „დაშვების საფასურის“ დარიცხვის შესახებ.

წინამდებარე მუხლში მითითებული გადახდის ვადა პროპორცილად გადაიწევს ერთი მხარისათვის იმ ვადით, რა ვადითაც მეორე მხარე გადააცილებს წინამდებარე მუხლში მითითებულ საანგარიშსწორებო დოკუმენტების წარდგენის ვადას.“

3. შეიცვალოს მოწვევის ოფერტის 7.1 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1. წინამდებარე ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (“მოწვევის ოფერტა”) ძალაში შედის 2013 წლის 1 აგვისტოს და მოქმედებს 2020 წლის 1 აგვისტომდე“.

4. შეიცვალოს მოწვევის ოფერტის დანართი #1 მთლიანად და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„შპს „კავკასუს ონლაინის” მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფები და ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა:

ა) წინასწარი გადახდის შემთხვევაში: 

ინტერნეტის გლობალურ რესურსთან 1 მბ/წმ გამტარუნარიანობის სიმძლავრით დაშვების საფასური ლარში, დღგ-ს გარეშე

ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვებისათვის მოთხოვნილი გამტარუნარიანობის სიმძლავრის მოცულობა გამოხატული მბ/წმ ერთეულში

ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვებისათვის ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისი და ტექნოლოგია

მომსახურების ხელმისაწვდომობა

(კალენდარულ თვეში „საპატიო მოცდენის“ ხანგრძლივობის გარეშე ) გამოხატული პროცენტებში

17

 

1-50

 

100 მბ/წ

99.5 %

16

 

51-100

 

100 მბ/წ

99.5 %

15

 

101-200

 

1 გბ/წ

99.5 %

14

 

201-500

 

1 გბ/წ

99.5 %

13

 

501-1500

 

1 გბ/წ

99.5 %

12.5

1501-3000

10 გბ/წმ

99.5 %

11

3001-5000

10 გბ/წმ

99.5 %

ბ) შემდგომი გადახდის შემთხვევაში: 

ინტერნეტის გლობალურ რესურსთან 1 მბ/წმ გამტარუნარიანობის სიმძლავრით დაშვების საფასური ლარში, დღგ-ს გარეშე

 

ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვებისათვის მოთხოვნილი გამტარუნარიანობის სიმძლავრის მოცულობა გამოხატული მბ/წმ ერთეულში

 

ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვებისათვის ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისი და ტექნოლოგია

მომსახურების ხელმისაწვდომობა

(კალენდარულ თვეში „საპატიო მოცდენის“ ხანგრძლივობის გარეშე ) გამოხატული პროცენტებში

19

 

1-50

 

100 მბ/წ

99.5 %

18

 

51-100

 

100 მბ/წ

99.5 %

17

 

101-200

 

1 გბ/წ

99.5 %

16

 

201-500

 

1 გბ/წ

99.5 %

15

 

501-1500

 

1 გბ/წ

99.5 %

14.5

1501-3000

10 გბ/წმ

99.5 %

13

3001-5000

 

10 გბ/წმ

99.5%

11.5

5001 -6000

10 გბ/წმ

99.9 %

5. ეს დოკუმენტი წარმოადგენს მოწვევის ოფერტის განუყოფელ ნაწილს.

6. ამ დოკუმენტით განსაზღვრული ცვლილებები ძალაში შედის 2019 წლის 1 მარტიდან.