New Telco 2005 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით მომხმარებლებს აწვდის სერვისებს, მათ შორის არის კოლოკაციის სრულყოფილად აღჭურვილი სივრცეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მაღალკვალიფიციური და სწრაფი ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით. კომპანიამ თავისი ნიშა იპოვა ბაზარზე, განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან მწარმოებლებთან და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი ტიპის მომსახურებით გამოვიდა. კავკასუს ონლაინი ფრანკფურტში New Telco-ს კოლოკაციის სერვისით სარგებლობს.
Equinix–ი ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და აზიის 15 ქვეყნის მასშტაბით მართავს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ დატა ცენტრებს, რომლებიც სანდოობისა და დაცულობის უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ეს დატა ცენტრები მსოფლიოს უდიდეს ქსელებსა და პროვაიდერებს ურთიერთჩართვის შესაძლებლობას აძლევს. აქ სერვის პროვაიდერები, კომპანიები და ფინანსური ორგანიზაციები ერთმანეთს და სხვა მრავალრიცხოვან ქსელებს უკავშირდებიან. მათ შორისაა კავკასუს ონლაინი, რომელიც ფრანკფურტში Equinix-ის კოლოკაციის სერვისით სარგებლობს.
Sofia Connect სატელეკომუნიკაციო პროვაიდერია, რომელიც ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს. სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს მონაცემთა გაცვლას, ინტერნეტ წვდომას, კოლოკაციასა და ჰოსტინგს. კომპანია სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთერთი სტარტეგიული მოთამაშეა პარტნიორებისა და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით. კავკასუს ონლაინისთვის Sofia Connect სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ბულგარეთის ტერიტორიაზე.
Telepoint Collocation დატა ცენტრია, რომელიც სოფიას ცენტრში ბულგარული და სხვა საერთაშორისო ქსელების გადაკვეთის ადგილზე მდებარეობს. კომპანია მომხმარებლებს 24/7 ტექნიკურ დახმარებას და მუდმივი მონიტორინგს სთავაზობს, კლიენტებს აქვთ მუდმივი (24/7) წვდომა საკუთარ აპარატურასთან. კავკასუს ონლაინი სოფიაში Telepoint–ის კოლოკაციის სერვისით სარგებლობს.
Neterra ბულგარული კომპანიაა, რომელიც სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში 18 წელია სატელეკომუნიკაციო სერვისებს და პროექტებს ახორციელებს. კომპანია მოიცავს ბულგარეთის ყველა დიდ ქალაქს, პარტნიორებისა და სხვა ოპერატორების გავლით კი მთელ მსოფლიოს ფარავს. კომპანიის ინტეგრირებული გლობალური საკომუნიკაციო გადაწყვეტილებები უახლესი ოპტიკური, ინტერნეტ პროტოკოლისა და სატელიტური ტრანსმისიის ტექნოლოგიებს ეფუძნება. Neterra კავკასუს ონლაინის ერთ-ერთი პირველი პარტნიორია ბულგარეთში მაგისტრალური კაბელის ჩადების შემდეგ და მას ინტერნეტ სერვისებს აწვდის.
2000 წლიდან დელტა ტელეკომი წამყვანი ოპერატორია კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია საერთაშორისო სატელიტური ოპერატორის EUTELSAT-ის ოფიციალური დისტრიბუტორია კავკასიის რეგიონში და როგორც მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ემსახურება კორპორატიულ მომხმარებლებს, სამთავრობო სტრუქტურებს, ბანკებს, კერძო კომპანიებს, ინტერნეტ პროვაიდერების 78 პროცენტს კავკასიის რეგიონში და აზებაიჯანის ყველა ინტერნეტ პროვაიდერს.